როგორც დააანონსებული იყო, დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილმა “დინამო” თბილისთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. 29 წლის კიპერი “დინამოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდში მიმდინარე წლის ბოლომდე დარჩება. ხელშეკრულების გახანგრძლივება კი, ორივე მხარის სურვილზე იქნება დამოკიდებული. ნუკრი დედაქალაქურ გუნდში პირველ ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ მოვხვდი “დინამოში”, საქართველოს საუკეთესო გუნდში – ჩვენი თანამშრომლობა ჯერჯერობით სამთვიანია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება და ტიტულებს მოვიგებ ამ გუნდში. არმგონია, რომ ადაპტაციის გავლა გამიჭირდეს, რადგან ნახევარ გუნდს კარგად ვიცნობ.
“დინამოს” მიზანი ყოველთვის ჩემპიონობაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სეზონი დეკემბერში მთავრდება და მერე ვნახოთ რა მოხდება”, - განაცხადა პრესსამსახურთან საუბრისას რევიშვილმა.
ნუკრის აქამდე საქართველოში მხოლოდ ქუთაისის “ტორპედოსა” და გორის “დილაში” უთამაშია. სწორედ ამ უკანასკნელში ვარჯიშობდა იგი ბოლო რამდენიმე კვირა, მაგრამ საბოლოოდ “დინამოში” გადავიდა. რაც შეეხება რევიშვილის უცხოურ კარიერას – “რუბინში”, “ანჟიში”, “კრასნოდარში”, “ვალეტაში”, “ტოსნოსა” და “მორდოვიაში” უთამაშია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსება კი, 29 შეხვედრაში დაუცავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ასე თუა მოიგებს ვიტესი, თან საპატივცემულო თარიღი ქონიათ და მეტი მონდომებით ითამაშებენ, თან უტრეხტი წელს არაფრად ვარგა, კაი ერთიანია, გადით დიდი მაყუთიი
D
მაინცდამაინც ამ დღეს რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება?
დიდი პატივია კაშიასთვის ! აბა შენ იცი კაშო თავი უნდა გამოიჩინო უტრეხტთან !
ბოსი თუ გარდაიცვალა არც ვიცოდი
არ ვიცი აქ რო არ დამედო არ შეიძლებოდა დღეს ვნახე შემთხვევით ზლატანის სტილში გოჩა ტვილდიანის ულამაზესი, საოცარი გოლიstripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=CrQfovyptTQ')>0?' http://www.youtube.com/watch?v=CrQfovyptTQ':' http://www.youtube.com/watch?v=CrQfovyptTQ'))
ვაა საღოლ ტო. ეს რა ჩემპიონატია? ან ვინაა ეს ბიჭი?
ისე ჩვენც შეგვიძლია პატივი ვცეთ ქართველ ფეხბურთელებს მაგრამ დინამოში 10 ნომერის ამოღება და ეგეთი ნომრების ამოღება როგორიცაა 11, 9, 6 არამგონია სწორი იყოს მაშინ არცერთი ნომერი არ დარჩება
მასე რო მივყვეთ, ყველა ნომერზე გვყავდა მსოფლიო დონის ფეხბურთელები და მართლა აღარ დაგვრჩება ნომერი.
რიცხვების მეტი რა არის 1-დან 99-მდე, ჩემი აზრეით 11 მესხის ნომერია, ფეხბურთელი ლეგენდა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), და 10 დიდი ყიფიანის
ერთადერთი ფეხბურთელი რომელის სტაბილურად თამაშობს თავის კლუბში,გულ დასაწყვეტი ისაა რომ ადრე ბუნდესლიგა და პრემიერ ლიგაში გვყავდა ფეხბურთელები და ეხლა ჩვენი მაქსიმუმი ვიტესია,და ესეც ან იქნებოდა ან არა ჟორდანიას რომ არ წაეყვანა,წარმატებები კაშო
ეს "დინამოშიც" გადმოვიღოთ, შეიძლება გამოვსახოთ 10-იანი დათო ყიფიანის საპატივცემულოთ...და საერთოდ ქართული ფეხბურთის ლეგენდები: მესხი, მეტრეველი, ბასა იამანიძე და სხვა რაღაც ფორმით უნდა დავაფასოთ
აუ ეს მილანში ან ინტერში გაასწორებდა. ან ატლეტიკო..
მალე მენახე მაღალი დონის გუნდში შენ ეს დაიმსახურე
ჯიგარია კაშო