კალათბურთი

17:15 | 8.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილის 8 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება მოსკოველებთან

რუსეთის სუპერლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა აკაკი დვალიშვილის „ნოვოსიბირსკმა“. ციმბირელებმა მოსკოვის „ებ-ბე-დეს“ უმასპინძლეს და თითქმის იგივე ანგარიშით იმარჯვეს, როგორც პირველ ტურში. წინა შეხვედრაში ნოვოსიბირკელებმა შინ „იუგრას“ 75:71 სძლიეს, ამჯერად კი მოსკოვური „ემ-ბე-დე“ 74:71 დაამარცხეს.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე 18:35 წუთით გამოჩნდა. დვალიშვილმა 3-დან 1 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მთლიანობაში აკაკიმ 8 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. დვალიშვილს პასივში 3 დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი გახლდათ. ქართველ ცენტრზე მეურვეებმა წესები ოთხჯერ დაარღვიეს.

ნოვოსიბირსკელთა ბომბარდირი 16 ქულით ალექსეი კურცევიჩი გახდა, ხოლო დიმიტრი მაკეევმა 14 ქულა მიითვალა. მომდევნო მატჩს დვალიშვილის გუნდი 18 ოქტომბერს, სტუმრად „რიაზანთან“ გამართავს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063132