ფეხბურთი

19:45 | 7.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ირლანდიელთა გმირი - გურამ კაშია

ირლანდიური გამოცემა independent.ie საქართველოს ნაკრების კაპიტან გურამ კაშიას აქებს. საქმე ისაა, რომ ირლანდიისა და საქართველოს მატჩის მეორე ნახევარში რობი ბრეიდსა და სოლომონ კვერკველიას შორის სერიოზული შეჯახება მოხდა, რის შემდგომაც ორივე მოთამაშე დაზიანდა, თუმცა განსაკუთრებით, ბრეიდი.

სანამ მოედანზე სამედიცინო პერსონალი გამოჩნდებოდა, მანამდე რობი ბრეიდის დახმარება საკუთარ თავზე აიღო. როგორც წყარო წერს, ქართველი ფეხბურთელის სწრაფმა რეაგირებამ ბრეიდი გაცილებით სერიოზული დაზიანებისგან გადაარჩინა.

“ეს იყო პატარა ჟესტი, მაგრამ ამ ბრძოლაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა”, - წერს ირლანდიური მედია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112112