ფეხბურთი

11:44 | 7.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “გოლი უნდა გავიტანოთ, მხოლოდ უიღბლობას ვერ დავაბრალებთ...”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია მიიჩნევს, რომ გუნდი ირლანდიასთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში (0:1) ნაჩვენები თამაშით ერთ ქულას მაინც იმსახურებდა.

“ყველაზე მცირე ერთი ქულა მაინც დავიმსახურეთ, თუმცა ახლა ვერაფერს შევცვლით. მთავარია თამაშიდან თამაშამდე პროგრესი იგრძნობა და ალბათ იღბალიც ამასთან ერთად უნდა მოვიდეს. პირველ ტაიმში ორი-სამი ისეთი მომენტი შევქმენით, გატანა აუცილებლად გვმართებდა. რა თქმა უნდა, გოლი უნდა გავიტანოთ, მხოლოდ უიღბლობას ვერ დავაბრალებთ... პირველ ტაიმში რომ გაგვეტანა, სულ სხვა თამაში იქნებოდა. მერე კი ისეთი გოლი გავუშვით... ძალიან საწყენია. თუმცა, ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ, კარგი იყო თამაშის რიტმი, ბურთი კარგად დავიჭირეთ, მომენტები შევქმენით და ეს შემდეგი თამაშისთვის იმედს მაძლევს” - განაცხადა კაშიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბრისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114239