ფეხბურთი

19:04 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ ონილი: “საქართველოს შეუძლია ქულის მოპოვება”

ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრები აქო. როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა თქვა, ქართველებს მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ, რომელთაც დუბლინში ქულის მოპოვება შეუძლიათ.

“საქართველოსთან რთული თამაში გვექნება. ვინც ნახა ბოლო ორი წლის მატჩები იცის, რომ ადვილი შეხვედრა არ გველის. საქართველოს შეუძლია ამ გუნდით ქულის მოპოვება, ეს ეჭვგარეშეა.

ყველა თამაში მნიშვნელოვანია, ყველა შედეგი მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ. ვიცით, რომ მეტოქეს შეუძლია წარმატების მიღწევა, რადგან შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს”, - განაცხადა ონილმა.

შეგახსენებთ, ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 6 ოქტომბერს, დუბლინში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066124