ფეხბურთი

17:08 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ზუსტი თარიღი ცნობილია

გაისად ზაფხულში 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. უეფას ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა ჩემპიონატის ჩატარების ზუსტი თარიღი: 2 ივლისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება.

ჩემპიონატი რვაგუნდიანი იქნება და ბუნებრივია, აქედან ერთი საქართველო, რომელიც შესარჩევი ციკლისგან გათავისუფლებულია. შეგახსენებთ, 1998 წელს დაბადებულებსა და უმცროსებს შეუძლიათ თამაში.

საქართველოს ამ ასაკის ნაკრებს გიორგი ყიფიანი წვრთნის. 8 და 10 ოქტომბერს ჩვენი ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩებს გამართავს სერბეთთან. ორივე შეხვედრა "მიხეილ მესხზე" 16:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060665