ფეხბურთი

22:45 | 4.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორიას სეივი პრემიერლიგის ბოლო ტურში გამოარჩიეს (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მეცხრე ტურის საუკეთესო ხუთ სეივს შორის მოხვდა ქართველი მეკარის, გიორგი ლორიას მოგერიებული ბურთი მახაჩყალის “ანჟისთან” (2:1) მატჩში.

გამოცემა championat.com-ი აღნიშნულ ხუთეულს ყოველი ტურის შემდეგ ადგენს და გამოსარჩევია, რომ ლორია განვლილი 9 ტურიდან 6-ჯერ მოხვდა მასში. ამჯერად, მის სეივს მეოთხე ადგილი ერგო.

საგულისხმოა ისიც, რომ “კრილია სოვეტოვმა” “ანჟისთან” სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა და ბოლო პოზიციას თავი დააღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126333