დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა პეკინის მასტერსის პირველ მატჩში იტალიელი პაულო ლორენცი 6:1, 6:1 გაანადგურა. ესპანელს იტალიელის დასამარცხებად საათი და 5 წუთი დასჭირდა.
რაფა ტურნირის 1/8-ფინალში ფრანგი ანდრია მანარინოს და ესპანელი ალბერტ რამოსის გამარჯვებულს შეხვდება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 6.3 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირში მონაწილეობას ნოვაკ ჯოკოვიჩი ტრავმის გამო ვერ იღებს.