ფეხბურთი

22:31 | 2.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია და ჩვეული ამბავი: გოლი (+VIDEO)

ბელორუსიის ჩემპიონატის 24-ე ტურში თავი კვლავ გატანილი გოლით გამოიჩინა ვაკო გვილიამ. ქართველმა ნახევარმცველმა ამჯერად მინსკის "ისლოჩის" კარი აიღო. თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ შესნებეაზე "ბატე" მაინც დაწინაურებული გავიდა. გვილიამ კი, 31-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:1 გახადა. უშუალოდ მატჩი საბოლოოდ "ბატემ" 4:1 მოიგო, ქართველი ფეხბურთელი შეუცვლელად გაისარჯა.

აღსანიშნავია, რომ ვაკომ იმავე "ისლოჩს" 10 დღის წინ გაუტანა, ოღონდ თასის მატჩში. საერთოდ კი, ეს მისთვის მეხუთე გოლია ბელორუსიის საუკეთესო გუნდში და მათ შორის, მიჯრით მესამე შეხვედრაში შესძლო თავის გამოჩენა.

"ბატეს" 24 ტურში 60 ქულა აქვს და ფაქტობრივად ჩემპიონია, რადგან მდევარს 15 ქულით უსწრებს. შეგახსენებთ, ვაკო გვილია საქართველოს ნაკრებშიცაა გამოძახებული მოახლოებული თამაშებისთვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126979