ფეხბურთი

11:43 | 1.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

1-2 ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩები გაიმართება

1-2 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მერვე ტურის მატჩები გაიმართება. აღნიშნულ ტურში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ორ სიახლეს შემოგთავაზებთ: ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე 2 ოქტომბერს გასამართი წითელი ჯგუფის სამივე მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი განხორციელდება, ამასთან, ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში პირველად ოთხ შეხვედრას 6-მსაჯიანი ბრიგადა მოემსახურება.

მერვე ტურში ორი ცენტრალური შეხვედრა გაიმართება. 1 ოქტომბერს, თბილისში „დინამო არენაზე“, „დინამო“ საჩხერის „ჩიხურას" უმასპინძლებს. საჩხერლები თეთრ ჯგუფს ლიდერობენ და მესამე ადგილზე მყოფ დინამოელებს სამი ქულით უსწრებენ. აქედან გამომდინარე აღნიშნულ მატჩში დაფიქსირებულ შედეგს საჩემპიონო ბრძოლაში უდიდესი მნიშვნელობა ექნება. რაც შეეხება მეორე ცენტრალურ დაპირისპირებას, 2 ოქტომბერს „სამტრედია“ საკუთარ მოედანზე“ ბათუმის „დინამო" უმასპინძლებს. გუნდებს შორის სხვაობა სულ რაღაც ორი ქულაა, სამტრედიელები 14 ქულით პირველზე არიან, ბათუმელები კი, 12-ით მეორეზე.

უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს თბილისში. „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე „ცხინვალი“ ლანჩხუთის „გურიას“ მიიღებს. ცხინვალელები მიმდინარე სეზონში არასტაბილურად ასპარეზობენ და ოთხი ქულით მეექვსე პოზიციაზე არიან. ლანჩხუთელებმა კი, ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ მობილიზება მოახერხეს და უმაღლესი ლიგის გასულ ორ ტურში ორივე მატჩი მოიგეს. მიუხედავად ზემო აღნიშნული მიზეზებისა, გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულაა და ხვალინდელი შეხვედრის შედეგი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

უმაღლესი ლიგის მერვე ტურის დარჩენილ შეხვედრებში ქობულეთის „შუქურა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს, „საბურთალო“ ბოლნისის „სიონს“, ფოთის „კოლხეთი“ კი „ზუგდიდს“.

1 ოქტომბერი

შუქურა - ტორპედო

ქობულეთი, "ჩელე არენა", 16:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ი. უკლება, ს. სპიცინი, შ. ქუხილავა

დისკვალიფიკაცია: ზურაბ არზიანი (შუქურა), ვახტანგ კვარაცხელია (ტორპედო)

ცხინვალი - გურია

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 16:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, გ. ელიკაშვილი, გ. ვარდიძე

დისკვალიფიკაცია: დავით მეგრელიშვილი (გურია)

დინამო თბ - ჩიხურა

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 18:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. თოდრია, ბ. ჭიჭინაძე, დ. ხარიტონაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი, ი. კვირიკაშვილი

დისკვალიფიკაცია: რენე ფერეირა (დინამო თბ)

2 ოქტომბერი

სამტრედია - დინამო ბთ

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 16:00

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. ფიფია, ზ. ბერულავა, ი. ხერხაძე, შ. ქუხილავა, პ. მაჭარაძე

კოლხეთი ფ - ზუგდიდი

ქობულეთი, "ჩელე არენა", 16:00

მსაჯები: ბ. ნინუა, მ. კუპატაძე, ი. მაჩიტიძე, გ. დოგრაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი, ი. კვირიკაშვილი

საბურთალო - სიონი

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 16:00

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ლ. ვარამიშვილი, ბ გლუშჩუკი, დ. ხარიტონაშვილი, ჯ. ხორავა

სფფ-ის პრესსამსახური

0.120451