ფეხბურთი

13:35 | 30.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დაუსრულებელი ისტორია - “თითქოს 25 წლის ვარ”...

ალბათ 40 წელი საფეხბურთო ასაკი არაა და წარსულიდან ამის ბევრი მაგალითის მოყვანაც შეიძლება, თუმცა – თუმცა, რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ 40 წლის ფრანჩესკო ტოტი ფეხბურთს ისევ თამაშობს და ბევრს რომ არ ძალუძს ისე.

ლეგენდარული ჩესკო მიმდინარე სეზონში მოედანზე მართალია მხოლოდ ექვსჯერ გამოჩნდა, მაგრამ აღნიშნულ შეხვედრებში განკუთვნილი დრო ჩინებულად გამოიყენა. ტოტის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 4 საგოლე პასია...

ანუ, მან “ჯალორისის” 6 გატანილ გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო. ბოლო ორი ასისტი “რომას” კაპიტანმა გუშინ, ევროპა ლიგაზე, რუმინულ “ასტრასთან” მატჩში მიითვალა. ტოტის პასებით კევინ სტროტმანმა და მოჰამედ სალაჰმა შეაგდეს.

აღნიშნული თამაშის მერე ფრანჩესკომ კომენტარიც გააკეთა:

“მე საუკეთესო ვიყავი? – არამგონია, მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. ისე კი, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს 25 წლის ვიყო”, - განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114932