ფეხბურთი

2:31 | 30.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტია "ოლდ ტრაფორდზე", ქვილითაია "სან მამესზე"

მძლავრი გუნდების წინააღმდეგ მოუწიათ თამაში ქართველ ლეგიონერებს. საუბარია ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურზე. ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" 0:1 წააგო.

ქართველი ნახევარმცველი 75-ე წუთზე შევიდა მინდორზე და სამ წუთში ხიფათი შექმნა: თავად მოინადირა სახიფათო საჯარიმო, დაარტყა და კარს ზემოდან გადააცილა. მეორე ტაიმში სწორედ ეს იყო ყველაზე სახიფათო მომენტი მანკუნიანელთა კართან. "ზორიას" ორ ტურში ერთი ქულა აქვს.

ვენის "რაპიდმა" "ბილბაოსთან" გასვლაზე წააგო - 0:1. გიორგი ქვილითაია 84-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე. ვენელებს 3 ქულა დარჩათ.

შოთა არველაძის გაწვრთნილმა "მაკაბიმ" ირლანდიაში 0:1 წააგო "დანდოლკთან" და ორი ტურის შემდეგ, ქულა არ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110955