ფეხბურთი

13:21 | 29.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე საფრანგეთში 20 ფეხბურთელს იახლებს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ საფრანგეთთან ამხანაგური მატჩისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გუნდი 6 ოქტომბერს დანიშნული შეხვედრისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადება:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი, თბილისი), ბექა ქურდაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო, თბილისი), ირაკლი კომახიძე (შუქურა, ქობულეთი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო, თბილისი), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო, ქუთაისი), გიორგი თევზაძე (დინამო, თბილისი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო, თბილისი), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), აკაკი შულაია (მერანი, მარტვილი)

ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო, თბილისი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო, თბილისი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ზარია (დინამო, თბილისი), ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი, თბილისი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო, ქუთაისი), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია).

საფრანგეთისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი 6 ოქტომბერს, ქალაქ ჰავრის “სტად ოკეანზე”, თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114841