ფეხბურთი

19:02 | 26.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა: ლიდერთა ჯგუფი უცვლელია

გაიმართა პირველი ლიგის მორიგი ტური, ორივე ჯგუფში ოთხ-ოთხი მატჩით. “თეთრ ჯგუფში” წყალტუბოს “სამგურალი” ისევ ლიდერია, ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ტყიბულის “მეშახტეს” მოუგო გამოცდილი ფორვარდის, მამუკა ღონღაძის ერთადერთი გოლით.

მარტვილის “მერანმა” სტუმრად 3:1 სძლია ხონის “იმერეთს” და საუკეთესო იყო აკაკი შულაია, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

“მერანის” მსგავსად, სტუმრად მოიგო “რუსთავმაც”, რომელმაც თბილისის “მარკ სტარს” 2:1 აჯობა. შეგახსენებთ, “მერანსაც” და “რუსთავსაც” 6-6 ქულა დაკლებული აქვთ და 10 000-10 000 ლარითაც დაჯარიმებულნი არიან. მიუხედავად ამისა, ეს ორივე კლუბი ცხრილის ზედა ნაწილში დაბრუნებას აპირებს და თუ მათ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, ალბათ, მოახერხებენ კიდეც.

ხობის “კოლხეთი” შინ აგებდა ცხინვალის “ლიახვთან”, თუმცა 3:1 იმარჯვა.

“წითელ ჯგუფში” “ვიტ ჯორჯია” ლიდერობს, რომელმაც სტუმრად 2:1 აჯობა უქულო “გარდაბანს”. ზუგდიდის “ოდიში 1919”-მა შინ ამავე ანგარიშით მოუგო ვანის “სულორს”. წალენჯიხის “სქურმა” სტუმრად 1:0 სძლია თერჯოლის ‘საპოვნელას”, ხოლო “გაგრამ” ლევან ქურდაძის დუბლით “ბორჯომი” დატოვა უქულოდ – 2:0.

შეგახსენებთ, თითოეული ჯგუფიდან 3-3 გუნდი დარჩება ლიგაში, ხოლო ექვს-ექვსნი რანგით მესამე ლიგაში გადაინაცვლებენ. ორი გუნდი პირდაპირ დარჩება, კიდევ ორ გუნდს კი ფლეი-ოფები გამოავლენს.

თეთრი ჯგუფი (ტურს ტოვებდა “ჩხერიმელა”)

კოლხეთი – ლიახვი 3:1

გოლები: 0:1 კურუმაშვილი (14), 1:1 ფიფია (33), 2:1 წურწუმია (48), 3:1 ბუკია (90 პენ)

მარკ სტარსი – რუსთავი 1:2

გოლები: 0:1 გიგაური (44), 0:2 მეტრეველი (58), 1:2 კოკოზაშვილი (62)

იმერეთი – მერანი 1:3

გოლები: 0:1 შულაია (55), 1:1 მარონგი (57), 1:2 შულაია (65), 1:3 ჩალაძე (71)

სამგურალი – მეშახტე 1:0

გოლი: 1:0 მამუკა ღონღაძე (16)

სამგურალი 6 5 0 1 12 8 4 15
მეშახტე 7 3 2 2 9 5 4 11
იმერეთი 6 2 2 2 8 7 1 8
კოლხეთი ხ 6 2 2 2 6 5 1 8
რუსთავი 6 4 1 1 13 9 4 7
ლიახვი 6 1 2 3 6 12 -6 5
მერანი 6 2 3 1 10 7 3 3
მარკ სტარსი 7 0 2 5 6 14 -8 2
ჩხერიმელა 6 0 2 4 6 15 -9 2

წითელი ჯგუფი (ტურს ტოვებდა “ჭიათურა”)

გარდაბანი – ვიტ ჯორჯია 1:2

გოლები: 1:0 გოჩა კვარაცხელია (44 პენ), 1:1 კალანდია (56), 1:2 დავლაშელიძე (60)

საპოვნელა – სქური 0:1

გოლი: 0:1 პაჭკორია (78)

გაგრა – ბორჯომი 2:0

გოლები: 1:0, 2:0 ქურდაძე (6, 88 პენ)

ოდიში 1919 – სულორი 2:1

გოლები: 1:0 ფარჯიკია (3), 1:1 ფირალაშვილი (6), 2:1 ცაგარეიშვილი (40 პენ)

ვიტ-ჯორჯია 6 4 1 1 9 5 4 13
ოდიში 1919 6 4 0 2 12 7 5 12
სქური 6 3 1 2 11 6 5 10
ჭიათურა 6 3 0 3 6 9 -3 9
გაგრა 7 3 2 2 15 13 2 8
საპოვნელა 6 2 2 2 6 7 -1 8
ბორჯომი 6 3 0 3 6 6 0 6
სულორი 7 2 2 3 8 11 -3 5
გარდაბანი 6 0 0 6 6 15 -9 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103395