ფეხბურთი

10:07 | 26.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: “გატანილ გოლს მამაჩემს ვუძღვნი”

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ვაკო გვილია ჩინებულ ფორმაშია. ბორისოვის “ბატეს” ლეგიონერმა ზედიზედ მეორე მატჩში შესძლო გატანა – ამჯერად მან “ნაფტანის” კარი დალაშქრა, თან საკმაოდ ლამაზი, ტექნიკური დარტყმით გააკეთა ყოველივე ეს (VIDEO). მატჩის შემდგომ გვილიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა.

“რა თქმა უნდა, გახარებული ვარ, რომ გოლის გატანა შევძელი. მამაჩემის დაბადების დღე იყო და გოლს მას ვუძღვნი. იგი ბორისოვში გახლდათ, თამაშს ტრიბუნიდან ადევნა თვალი – მშობლები ძალზე დამეხმარნენ ჩემი მიზნის მიღწევაში.

თამაშს რაც შეეხება, პირველ ტაიმში სამი გოლი გავიტანეთ და ამან მეორე ნახევარში საქმე გაგვიადვილა. მატჩს ვაკონტროლებდით და სასიხარულოა, რომ მოვიგეთ. ჩემი შეცვლა? – არანაირი პრობლემა ამაში არაა. მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ გლები შეეყვანა მოედანზე, რომელსაც ერთი თვე ტრავმა ჰქონდა. “ბატეში” დიდი კონკურენციაა და სათამაშო პრაქტიკა ყველას სჭირდება”, - თქვა გვილიამ.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს მართლაც კარგი სეზონი აქვს – ბელორუსიის ჩემპიონატში უკვე 4 გოლი დაუგროვდა, ხოლო ერთხელ თასზეც მოახერხა გატანა. იმასაც გეტყვით, რომ ვლადიმირ ვაისმა გვილია საქართველოს ნაკრებში პირველად გამოიძახა – მას ეროვნულ გუნდში დებიუტი ოქტომბერში ექნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118685