ჭადრაკი

19:56 | 23.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

აჭარლებმა კახელებს მინიმალური ანგარიშით აჯობეს

საინტერესოდ წარიმართა ლაგოდეხში დაწყებული საკლუბო ჩემპიონატის პირველი ტური. დიდ ინტერესს იწვევდა ფავორიტების: მასპინძელთა გუნდის “კახეთის” და 2014 წლის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულის აჭარის “ნონას” დაპირისპირება.

დაძაბულ ბრძოლაში, “აჭარამ” კახელთა კლუბი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მიუხედავად მეორე დაფაზე გაგუნაშვილის მიერ მოპოვებული გამარჯვებისა, მასპინძლებს ახალგაზრდულმა დაფებმა არ გაუმართლა. მარცხი განიცადეს ჭაბუკთა დაფაზე მოთამაშე ირაკლი ბერაძემ ტიგრან ჰარუთიანიანთან შეხვედრაში და მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონმა 20 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ნატალია ბუქსამ – წლევანდელ ჩემპიონ 20-წლიან გოგონებში დინარა სადუკასოვასთან.

დიდი ანგარიშით – 4:2 დამაჯერებლად მოიგეს ქვემო ქართლის წარმომადგენლებმა, მოქმედ ჩემპიონ სამეგრელოს გუნდთან. “რუსთავს” გადამწყვეტი ქულები საქართველოს ნაკრების წევრმა თამაზ გელაშვილმა და უკრაინელმა ლეგიონერმა ოლექსანდრ ბორტნიკმა მოუტანეს.

წინა წლებთან შედარებით საკმაოდ დასუსტებულმა ქუთაისის გუნდმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია დედაქალაქის წარმომადგენლებს. რომ არა გამოცდილი საერთაშორისო დიდოსტატის ზურაბ სტურუას გამარჯვება რანგით გაცილებით დაბალ ნიკა ხვადაგიანთან, საკლუბო ჩემპიონატის პირველი სენსაციის მომსწრეებიც გავხდებოდით.

ფრედ დასრულდა სატურნირო რეიტინგ-სიის 2 აუტსაიდერის: რაჭა-ლეჩხუმის “ამბროლაურის” და შიდა ქართლის “გორის” დაპირისპირება.

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი

პირველი ტური

“ქუთაისი” (იმერეთი) 2.5:3.5 “თბილისი” (თბილისი)

“რუსთავი” (ქვემო ქართლი) 4:2 “სამეგრელო” (სამეგრელო-ზემო სვანეთი)

“ამბროლაური” (რაჭა-ლეჩხუმი) 3:3 “გორი” (შიდა ქართლი)

“ნონა” (აჭარა) 3.5:2.5 “კახეთი” (კახეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121836