ფეხბურთი

17:33 | 22.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას “რუბინში” 90 წუთი დაუთმეს

როგორც იქნა, მოედანს დაუბრუნდა საბა კვირკველია. ქართველმა ფეხბურთელმა ყაზანის “რუბინში” ხანგრძლივი პაუზის მერე მინდორზე 90 წუთი გაატარა. ყაზანელებმა დღეს რუსეთის თასის 1/16 ფინალში, სტუმრად, მარკო დევიჩის გოლით “ჩიტას” აჯობეს, ხავი გრასიამ კი, კვირკველიას სასტარტოში გამწესება გაბედა.

მოგეხსენებათ, ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში რუსული გუნდის რიგებში აქამდე არ ეთამაშა, კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო.

“რუბინი” თასის 1/8 ფინალში ხაბაროვსკის “სკა ხაბაროვსკს” შეხვდება, რომელმაც გუშინ გათამაშებიდან მოსკოვის “სპარტაკი” გამოთიშა.

0.15466