თამაშგარე

10:43 | 21.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბულგართა მშვენიერება

ფოთსგადაღმა სახელმწიფოში, ბულგართა ქვეყნად რომ უხმობენ, ფეხბურთი ჩვენზე ნაკლებად ნამდვილად არ უყვართ და ერთ დროს მშვენიერი საფეხბურთო ნაკრებიც დაურბოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბულგარ ფეხბურთელთა ახალი თაობა დღეს ვეღარაა მოწოდების სიმაღლეზე, მათ ნაკრებს ისეთი მშვენიერი ასული ქომაგობს, აბა როგორ არ დაინტერესდები მისით?

მოკლედ, გაიცანიოთ. ფოტოებზე გამოსახული მშვენიერი გოგონა, ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების თილისმად მოვლენილი სილვია რანგუელოვაა, რომელსაც ფეხბურთი დიდად არა სცოდნია, მაგრამ ნაკრების გულშემატკივრობას მაინც არასოდეს იზარებს და აკი დაიმსახურა კიდეც თილისმის წოდება და იმიჯი.

სილვია რანგუელოვა სანამ ევროპაში გახდებოდა ცნობილი და პოპულარული მოდელი, მანამდე ჯერ ურუსთა მთავარ ქალაქში, მოსკოვში უმოღვაწია და წარმოდგინეთ, რამოდენა კონკურენციის გადალახვა მოუწევდა ევროპაში რომ გაეკვალა გზა. კვალს კი დატოვებდა – იცოცხლეთ...

0.140243