კალათბურთი

0:23 | 21.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი “ნოვოსიბირსკთან” ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება

25 წლის ქართველი კალათბურთელი აკაკი დვალიშვილი ახალ კლუბ “ნოვოსიბირსკთან” ერთად იმყოფება და ახალი სეზონისთვის ემზადება.

რუსული კლუბი შეკრებაზე მონტენეგროში გახლდათ და ადგილობრივ კლუბებთან 5 საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა მონაწილეობა სამ შეხვედრაში მიიღო.

დვალიშვილმა თავი პირველივე მატჩში გამოიჩინა, რომელშიც “ნოვოსიბირსკმა” “მორნართან” 60:71 წააგო, აკაკიმ კი 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

ქართველმა კალათბურთელმა ითამაშა “სუტიესკასთან” მოგებულ ორივე (75:68, 77:67) მატჩში. პირველ შეხვედრაში აკაკიმ 6 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, მეორეში კი მისი მონაგარი 6 ქულა იყო.

შეგახსენებთ, რომ “ნოვოსიბირსკი” მომავალ სეზონში რუსეთის სუპერლიგაში ითამაშებს, პირველ მატჩს კი 5 ოქტომბერს სურგუტის “უნივერსიტეტ-იუგრას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063725