ჭიდაობა

22:40 | 18.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს წერტილი მაისურაძემ დასვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა თბილისური მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს ნანატრი ოქროს მედალი მოიპოვა. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მირიან მაისურაძე ავიდა, რომელმაც საჩემპიონო გზაზე ოთხი გამარჯვება მოიპოვა.

ჩემპიონატი მაისურაძემ იტალიელ სალვატორე დიანასთან დაჭიდებით გახსნა და წუთსა და 55 წამში წმინდად მოიგო. მეოთხედფინალში უკრაინელ ანდრეი გიკას 3:2 აჯობა. ნახევარფინალში სომეხ არმან ავაგიანს 2 წუთი და 47 წამი აკმარა 10 უპასუხო ქულის ასაღებად. ოქროს მედალს კი რუსეთის ნაკრების წევრ კამილ აბდულჯამალოვის ძლევით (11:9) დაეუფლა.

დღესვე, თბილისის სპორტის ახალი სასახლის ხალიჩაზე საპრიზო სამეულები კიდევ ოთხ წონით კატეგორიაში შეივსო. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ვლადიმერ გამყრელიძე (46 კგ), ამირან ვახტანგაშვილი (54 კგ), დანიელ მარქარაშვილი (63 კგ) და ელგუჯა ბალანჩივაძეც (100 კგ) ჩაებნენ, მაგრამ პოდიუმს მიღმა დარჩნენ.

მიზანთან ყველაზე ახლოს ვახტანგაშვილი მივიდა. ძირითად ბადეში, პირველსავე შეხვედრაში ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს, რუსეთის ნაკრების წევრ რაშიდხან ტიმირბეკოვს დაუპირისპირდა და წუთსა და 46 წამში წმინდად დაამარცხა. ყირგიზ იკრომჟონ ხაჯიმუროდოვს 7:5 სძლია და ნახევარფინალში გავიდა. იქ კი მომავალ ჩემპიონთან - უკრაინელ ანდრეი ზელეპთან წააგო (4:10) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ვახტანგაშვილი ინდოელ რავინდერ რავინდერთან ვეღარას გახდა (0:11) და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ვლადიმერ გამყრელიძე, დანიელ მარქარაშვილი და ელგუჯა ბალანჩივაძე მედლებისთვის ბრძოლას დილის პროგრამაში გამოეთიშნენ.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა თბილისური მსოფლიოს ჩემპიონატი სამი მედლით ჩაამთავრა. გუშინ, გიორგი გეგელაშვილმა (42 კგ) და თორნიკე ქათამაძემ (50 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

თავისუფალი ჭიდაობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

ჭაბუკები

თბილისი

17-18 სექტემბერი

42 კგ

1 კურტ ნამდი მაკჰენრი (აშშ)

2 მაჰირ მამაზადა (აზერბაიჯანი)

3 გიორგი გეგელაშვილი (საქართველო)

3 მაგომედ აბდურახმანოვი (რუსეთი)

46 კგ

1 ზაგირ შახიევი (რუსეთი)

2 სვაპნილ ბიმარაო შელარი (ინდოეთი)

3 მარსელ ბუდაი კოვაჩი (უნგრეთი)

3 დოგან კარა (თურქეთი)

50 კგ

1 პეტრ კოპილოვი (რუსეთი)

2 ამირ ალიაკბარ პარასტეჰი (ირანი)

3 თორნიკე ქათამაძე (საქართველო)

3 ენგინ ჩეტინი (თურქეთი)

54 კგ

1 ანდრეი ზელეპი (უკრაინა)

2 გეორგიოს პილიდისი (საბერძნეთი)

3 აბზალ ოკენოვი (ყაზახეთი)

3 რავინდერ რავინდერი (ინდოეთი)

5 ამირან ვახტანგაშვილი (საქართველო)

58 კგ

1 ამირუსეინ აზიმ მაგსუდი (ირანი)

2 ვიტალი არუჟაუ (აშშ)

3 ვადიმ ბიკოევი (რუსეთი)

3 დენის ბოროჰანი (უკრაინა)

5 გიორგი ელბაქიძე (საქართველო)

63 კგ

1 ჯონ მიშელ დიაკომიჰალისი (აშშ)

2 სტეფან ტონუ (მოლდოვა)

3 ჯინტარო მოტოიამა (იაპონია)

3 ინალ ჯოპუა (აზერბაიჯანი)

69 კგ

1 აბუბაკარ აბაკაროვი (აზერბაიჯანი)

2 საჯად საბარალი გოლამი (ირანი)

3 დოგუკან კალაიჩი (თურქეთი)

3 დავიდ აარონ კარი (აშშ)

7 დანიელ მარქარაშვილი (საქართველო)

76 კგ

1 მირიან მაისურაძე (საქართველო)

2 კამილ აბდულჯამალოვი (რუსეთი)

3 ტრევის ჯერემია ვიტლაკი (აშშ)

3 ანდრეი გიკა (უკრაინა)

85 კგ

1 დეეპაკ პუნია (ინდოეთი)

2 ნაილ სეიარი (თურქეთი)

3 ჯაკობ ალექსანდერ უორნერი (აშშ)

3 ალიკ შებზუხოვი (რუსეთი)

7 სიმონ ოსკანიანი (საქართველო)

100 კგ

1 გაბლე დან სტივესონი (აშშ)

2 ადამ ხაჯი ბეტერბიევი (რუსეთი)

3 ასხაბ ჰამზატოვი (აზერბაიჯანი)

3 ვიკი ვიკი (ინდოეთი)

0.111676