ფეხბურთი

13:01 | 18.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)
"ტორპედოს" პრესსამსახურის ვიდეო და ფოტო

"ტორპედომ" უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურში შინ "ცხინვალი" 3:1 დაამარცხა და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა. მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, კერძოდ გიორგი კახელიშვილმა მეხუთე წუთზე გაიტანა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 8 წუთით ადრე ბექა ტუღუშმა წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარში გიორგი გურულმა და თორნიკე კაპანაძემ ორწუთიან მონაკვეთში (67, 69) გაიტანეს გოლები და "ტორპედოს" პირველი გამარჯვება მოაპოვებინეს. აღნიშნული მოგებით ქუთაისელები ხუთი ქულით მეხუთე ადგილზე არიან და ლიდერ "ჩიხურას" ასევე ხუთი ქულით ჩამორჩებიან. თეთრ ზონაში მეორეადგილოსან "დინამოს" 9, ხოლო მესამეზე მყოფ "ლოკომოტივს" 8 ქულა გააჩნია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113752