მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მცირე ოპერაციას თითზე გაიკეთებს, აღნიშნულ ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, თითის დაზიანება ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობის ფინალში მიიღო. გავრცელებულ ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული არ არის.
სერბი ოქტომბრის თვეში ბეიჯინგის ტურნირზე ითამაშებს.