კალათბურთი

21:11 | 14.09.2016 | ნანახია 4200 - ჯერ

ილიას ზუროსი: "ამ გამარჯვებას გულშემატკივრებს ვუძღვნით"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ბერძენმა სპეციალისტმა განვლილი მატჩი დადებითად შეაფასა და მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, მონტენეგროსთან საქართველსო ნაკრებს დაცვაში კარგი თამაში სჭირდება.

„როდესაც სპორტის სასახლეში ვთამაშობთ, მოედანზე 6 მოთამაშით ვართ - ამ გამარჯვებას ჩვენს გულშემატკივრებს ვუძღვნით. ეს იყო ბოლო საშინაო მატჩი ამ შესარჩევ ციკლში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი მხარდაჭერა. ამიტომაც, დიდი მადლობა მათ. ასევე მადლობა ჩემს კალათბურთელებს, რომლებიც ბოლომდე მოწადინებულნი იყვნენ დღევანდელი შეხვერდის მოსაგებად. თუმცა, ამით ყველაფერი არ დამთავრებულა, რადგან მონტენეგროში დადებითი შედეგის საჩვენებლად მივდივართ.

მონტენეგროსთან შეხვედრაში აუცილებლად დაცვაში მაღალ დონეზე თამაში გვჭირდება, სახვანაირად მათთან წარმატებაზე ვერ ვიფიქრებთ. ჩვენი მთავარი მიზანი კი რაღა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაა და იქამდე ერთი მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი. ხშირად დაკარგულ ბურთებს რაც შეეხება, როდესაც შინ ვთამაშობთ, ბიჭებს სურთ გულშემატკივარზე ითამაშონ და შეცდომები ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ასეთნაირად ფინალურ ეტაპზე არ ვითამაშებთ, რადგან ჩემი ფილოსოფია კონცენტირებული თამაშია. კარგია, ლამაზად თამაში, მაგრამ ეს ყოველთვის მეტ შეცდომას იწვევს.“, - განაცხადა ზუროსმა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები შესარჩევ ციკლს 17 სექტმებრს, პოდგორიცაში მონეტენეგროსთან მატჩით დაასრულებს.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:54 | 15.09.2016
BEERTRANCE (97819)

მონტენეგროსთან იმედია შეცდომები ცოტა გვექნება.

23:45 | 14.09.2016
eke99 (1362)

ეს შენს ოჯახს მიუძღვენი . მონტენეგროსთან გამარჯვება მოგეძღვნა

10:53 | 15.09.2016
BEERTRANCE (97819)

ჩაგეთვალა DDDDDDDDDDDDDDDD

00:46 | 15.09.2016
FC.BAYERN+GERMANY (10046)

:დ საღOლ

22:40 | 14.09.2016
baxt (1836)

მეც ზუროსის სტილი უფრო მომწონს ჯერჯერობით ჩვენი ნაკრებისთვის, ვიდრე კოკოშკოვის. კოკოშკოვი უფრო ნელ, მონოტონურ კალათბურთს ათამაშებდა ჩვენს ნაკრებს შეტევაში, იშვიათი აჩქარებებით, 24 წამის ბოლომდე გაყვანით. ზუროსი ჯერჯერობით უფრო სწრაფ, აგრესიულ, ფეთქებად შეტევას ათამაშებს, ფართან ახლოს აქცენტის გადატანით.

22:31 | 14.09.2016
FC.BAYERN+GERMANY (10046)

მაგარი ფარჩაკი მწვრთნელია

22:14 | 14.09.2016
davit-tg (768)

გილოცავთ გამარჯვებას! მე კოკოშას ქომაგი ვიყავი და ვარ ეხლაც,მადლობა მას ყველაფრისთვის რაც საქართველოს ნაკრებისთვის გააკეთა,მაგრამ ზურას მიმართაც ძალიან დადებითად განვეწყე,ჩვენები ეხლა უფრო დამაჯერებლად გამოიყურებიან.წარმატება საქართველოს კალათბურთს

21:52 | 14.09.2016
Torres9 (12692)

მართალია ზუროსი,გულშემატკივარზე თამაშობენ ხშირად ჩვენები რაც ბევრ შეცდომას იწვევს,ლამაზად თამაშს ცდილობენ ყოველთვის.ამის ნათელი მაგალითია დღევანდელ შეხვედრაში დიქსონის გაფუჭებული ჩატენვა

21:18 | 14.09.2016
berodaviti (4285)

ჰო მაგრამ ალბანეთში რატომ ვიღლაბუცეთ ულამაზოდ

მაქსიმუმი უნდა დავდოთ მონტენეგროს დასამარცხებლად თუნდაც ულამაზოდ +3

21:23 | 14.09.2016
Tengoo. (123)

ვფიქრობ ალბანეთში მეტოქის დაუფასეფლობა იყო მეტი არაფერი

21:16 | 14.09.2016
Tengoo. (123)

ეს კაცია ბოლო მწვრთნელი რომელიც ამ ოქროს თაობას გაწვრთნის. კოკოშკოვმა გააკეთა მაქსიმუმი რაც შეეძლო და კარგ დროს დატოვა გუნდი, იმედია ესეც მაქსიმუმს გამოწურავს ამ გუნდისგან და ევორბასკეტზე 1/2 ფინალში რო ვითამაშოთ ჩვენთვის ჩემპიონობის ტოლფასი იქნება

0.067833