ირაკლი შეყილაძემ იტალიის სერია C-ის მესამე ტურში დუბლი შეასრულა. 23 წლის ქართველი ფორვარდი კლუბ "ტატუჩიოში" თამაშობს და "ლუპო რომასთან" 2:1 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. შეყილაძემ პირველი ტაიმის ბოლოს გახნა ანგარიში, შემდეგ რომაელებმა გაათანაბრეს და ქართველმა 67-ე წუთზე მეორედ დააწინაურა თავისიანები.
შეგახსენებთ, შეყილაძე საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა. ის "ემპოლის" ახალგაზრდულ გუნდში იყო და ძირითად გუნდშიც გადაიყვანეს, მაგრამ იქ ფეხი ვერ მოიკიდა.