თამაშგარე

15:00 | 11.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლარისა რუსეთს უმიზნებს

როგორც იქნა. პარაგვაის ნაკრების ქომაგობით გაპოპულარულებულმა მოდელმა, მკერდმზიანმა ლარისა რიკელმემ გაიხსენა თავისი ძელი ”ხელობა” და კვლავ მიჰყო ხელი პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების შესახებ მოსაზრებების ფრქვევას, გეგმების დაწყობასა და იმედების ჩამოხვავებას.

ლარისა რიკელმემ განაცხადა, რომ მას ბოლომდე სჯერა ამ ფორმაციის პარაგვაის ეროვნული ნაკრებისა და დარწმუნებულია, რომ მისი თანამემამულე ფეხბურთელები მოახერხებენ და აუცილებლად გავლენ 2018 წელს რუსეთში გასამართ საფეხბურთო მუნდიალზე. ლარისამ ამის შესახებ ერთ-ერთ ლათინოამერიკულ ტელე-შოუში განაცხადა.

რიკელმეს ქალი ტრადიციულად ეპატაჟურია და იძახის, თუკი პარაგვაელები ჩემს ამ დიდ იმედებსა და მოლოდინებს გაამართლებენ, მე მზად ვარ გავიხსენო ძველი საქმიანობა, ჩავყვები ნაკრებს რუსეთში და თქვენ საკუთარი თვალით ნახავთ ტრიბუნაზე რა ცეცხლსაც გავაჩაღებო.

ისე, ლარისა რუსებს ამ საქციელით დიდად ვერ გააკვირვებს (რუსებს საკუთარი მკერდის ამომყრელებიც ბლომად ყავთ), მით უმეტეს მის თანამემამულეებს, რომელებმაც ისედაც კარგად იციან ამ ქალის უნარების შესახებ და რა უნდა? ჩვენ, ქართველებს გვიკეთებს ამას?...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09525