საკალათბურთო კლუბმა “რუსთავმა” მომავალი სეზონისთვის 2 ლეგიონერი დაიმატა. ესენი სერბი უროშ ველიჩკოვიჩი (193 სმ, 80 კგ.) და ამერიკელი ქეისი კასპერბაუერი (185 სმ. 77კგ.) არიან.
33 წლის უკანახაზელი ველიჩკოვიჩი ბოლოს ბულგარული “სპარტაკ პლევენის” ღირსებას იცავდა და მისი საშუალო მონაგარი 14.2 ქულა, 3.4 მოხსნა და 4.7 პასი იყო.
ველიჩკოვიჩს ასევე საბერძნეთის, სლოვენიის, რუმინეთის, მაკედონიის და სერბეთის ჩემპიონატებში თამაშის გამოცდილება აქვს.
კასპერბაუერი 24 წლისაა. ის სამხრეთ დაკოტის გუნდში ასპარეზობდა და საშუალოდ 12.5 ქულას, 2.2 მოხსნას და 2.1 პასს აგროვებდა.
ცნობისთვის, რუსთაველებმა ახალი სეზონისთვის მზადება 1 სექტემბრიდან დაიწყეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კასპერა ნაკრებჰჰჰიიიიიი.......
33 წლის ლეგიონერები ჩამოიყვანეთ და ქართველი 26-27 წლის ბიჭები უგუნდოდ და უხელფასოდ დატოვეთ ყოჩაღთ თქვენ პატრიოტობას არამარტო რუსთავს ეხება
Mada moiklon cota da legioneris doneze itamashon da ar darchebian ugundod.atasobit lari rom surt da xarisxi noli.yvelas ar exeba
ასე თუ ყრიდდდდდ
ბიჭო, რა სამიანებს ყრის ეს კასპერბაუერი.
ზუსტად ასეთი მოთამაშე გვჭირდება ნაკრებში.