ფეხბურთი

17:24 | 6.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ივო შუშაკი: "ქართველებთან სიფრთხილეა საჭირო"

თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ივო შუშაკი დღეს გასამართ საქართველო-ხორვატიის 21-წლამდელთა მატჩს შეეხო. 68 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ საქართველოს კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს და ხორვატია ზედმეტად თავდაჯერებული არ უნდა გავიდეს მოედანზე.

"ქართველებს ასაკობრივებში კარგი ნაკრებები ჰყავთ. არ დაგვავიწყდეს, რომ მათთან 5 წლის წინ ეროვნული ნაკრების დონეზეც წავაგეთ. 21-წლამდელთა მატჩი ზესტაფონის სტადიონზეა. როცა თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი, იქ მშვენიერი მინდორი იყო. ვფიქრობ, ახლაც კარგ პირობებში ითამაშებენ გუნდები. ხორვატიას ჯგუფში ხელსაყრელი მდგომარეობა აქვს, საქართველოს კი გასვლის შანსი არ გააჩნია, მაგრამ ეს მათთვის ბოლო თამაშია და ეცდებიან, რომ მოგებით დაასრულონ".

შეგახსენებთ, საქართველო-ხორვატია დღეს 19:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115291