გიორგი ქვილითაიამ ვენის "რაპიდში" პირველად ითამაშა. ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა და ჯერ სრულყოფილ ფორმაში არაა, ამიტომაც მხოლოდ ბოლო 25 წუთი ათამაშეს სამოყვარულო კლუბ "იურასტფელდთან".
ამხანაგური მატჩი 10:0 დასრულდა. ქვილითაია მინდორზე როცა შევიდა, უკვე 8:0 იყო.
შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაია ამ ზაფხულს თბილისის "დინამოდან" გადავიდა ვენის "რაპიდში".