ფეხბურთი

13:14 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დინამო (თბილისი) -არარატი (ერევანი) 3:0 (VIDEO)

1976 წლის 3 სექტემბერს თბილისის “დინამომ” საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალში ერევნის “არარატს” 3:0 მოუგო და საპატიო პრიზს პირველად დაეუფლა (მანამდე დინამოელებმა ზედიზედ ხუთ ფინალში მარცხის სიმწარე იწვნიეს). გოლები ყიფიანმა, კანთელაძემ (პენალტი) და ჩელებაძემ გაიტანეს. მატჩი მოსკოვის “ლუჟნიკის” სტადიონზე ჩატარდა და მას 60 ათასი მაყურებელი დაესწრო.

“დინამო”: დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, ალექსანდრე ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე (გუნდის კაპიტანი), ვახტანგ კოპალეიშვილი, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი (ზურაბ წერეთელი), რევაზ ჩელებაძე.

მათ გარდა იმ წელს სათასო შეხვედრებში ვიტალი დარასელიამ, დავით მუჯირმა, ვახტანგ ჭელიძემ (გუნდის კაპიტანი), რევაზ ძოძუაშვილმა და გოჩა მაჩაიძემ იასპარეზეს. სათადარიგო მეკარე კი მალხაზ გაგოშიძე იყო. ფინალისკენ მიმავალ გზაზე დინამოელებმა ზაპოროჟიეს “მეტალურგი,” ლენინგრადის “ზენიტი,” ლვოვის “კარპატი” და დონეცკის “შახტიორი” დაამარცხეს. 1976 წლის სათასო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ხუთი გატანილი გოლით დავით ყიფიანი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113327