ფეხბურთი

11:47 | 3.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი: “იტალიაში აღარ დავბრუნდები”

იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი ამბობს, რომ იტალიაში ფეხბურთის სათამაშოდ დაბრუნება არ სურს. როგორც 26 წლის ფორვარდმა ფრანგულ “ნიცაში” წარდგენისას თქვა, მან იტალიური კლუბები უარით გაისტუმრა.

“აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვარ – სწორედ ამიტომ ავრიჩიე “ნიცა”, რადგან მჭირდება სათამაშო პრაქტიკა. გუნდს ჩამოყალიბებული და გათვლილი მომავალი აქვს და ეს ძალიან მიზიდავს. ტიტულოვან გუნდებს უარი ვუთხარი, იტალიიდანაც მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ იქ დაბრუნებაზე არც მიფიქრია. იტალიაში დაბრუნება აღარ მინდა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, თუ კარგად ვითამაშებ და დავიმსახურებ გამოძახებას, სიამოვნებით მოვირგებ “სკუადრა აძურას” მაისურს”, - განაცხადა ბალოტელიმ.

შეგახსენებეთ, მარიო ბალოტელი მთელი ზაფხულის განმავლობაში უგუნდოდ იმყოფებოდა და “ნიცას” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, 31 აგვისტოს მიაშურა. “სუპერ მარიო” ფრანგულ კლუბში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126275