ფეხბურთი

23:45 | 30.08.2016 | ნანახია 2440 - ჯერ

ოფიციალურად: გაბიგოლი "ინტერის" ფეხბურთელია

ბრაზილიის ნაკრების წევრი გაბრიელ ბარბოსა ამიერიდან მილანის „ინტერის“ ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ტრანსფერი რამდენიმე დღეა რაც გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ ოფიციალურად დღეს დადასტურდა - გაბიგოლმა (მისი მეტსახელია) „ნერაძურისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო იტალიურ გრანდს მისი ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდა.

გაბრიელ ბარბოსა აქამდე „სანტოსში“ ირჯებოდა, რომლის რიგებშიც 20 წლის შემტევმა 153 შეხვედრაში 56 გოლის გატანა მოახერხა. ახალგაზრდა ფორვარდი ბრაზილიის ნაკრების წევრიცაა და ახლახან დასრულებულ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალიც მოიგო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:28 | 31.08.2016
gio yvinchila (413)

აღარ ყავს ბრაზილიას ტოპ კლასის თავდამსხმელები!!! ნეიმარიც ვერაა ჯერ ისეთი როგორიც ბრაზილიას ეკადრება

04:12 | 31.08.2016
riva (2859)

2 წელში 22 გახდება და გადმოვა ბარსაში )

10:58 | 31.08.2016
MatsSundin (1595)

ბრაზილიელი "ბატი-გოლი" რამდენად გახდება,რთული სათქმელია)))) მაგრამ რაც მეტი ნორმალური ფორვარდი წამოუვა ბრაზილიას,მით უკეთესი. ჟოების და დიეგო ტარდელების იმედად - თქვენი მტრები იყვნენ სელესაოს ქომაგნო))))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068073