ჭადრაკი

0:40 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილი საჭადრაკო ნაკრებთა წევრებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს შეხვდა.

საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდები 1-14 სექტემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ. ქალთა ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია. გუნდის მთავარი მწვრთნელია ელიზბარ უბილავა, კაპიტანი კი – დავით ჯოჯუა.

ვაჟთა ნაკრები: ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანია ზურაბ სტურუა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის გარდა, მოჭადრაკეებს ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი, არაერთი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ნანა იოსელიანი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე შეხვდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ოთხგზის ჩემპიონია: 1992, 1994, 1996 და 2008 წლებში.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114154