კალათბურთი

18:42 | 30.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანსონი სამშობლოში დაბრუნდა

ისლანდიის საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა იონ სტეფანსონმა ესპანური “ვალენსია” დატოვა და კარიერას მშობლიურ “რეიკიავიკში” გააგრძელებს.

ცნობისთვის, სტეფანსონმა 2000 წელს ფეხი სწორედ ამ კლუბში აიდგა და 2008 წელს იქვე 1 სეზონიც გაატარა, როდესაც ისლანდიის ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

“ვალენსიას” გარდა, 33 წლის ისლანდიელ უკანახაზელს ესპანეთში “უნიკახას”, “სარაგოსას” და “გრანადას” ღირსებაც დაუცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109824