ჭადრაკი

14:11 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეთა წარდგენა

30 აგვისტოს, 12:00 საათზე, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრების წარდგენა გაიმართება. ჩვენი მოჭადრაკეები 1-14 სექტემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქში დაგეგმილ მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, გუნდის შემადგენლობა კი ასეთია: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია. გუნდის მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა გახლავთ, კაპიტანი კი – დავით ჯოჯუა.

ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა: ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი ზურაბ სტურუაა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 4-ჯერ (1992, 1994, 1996, 2008) იყო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 3-ჯერ (1998, 2000, 2010) – პრიზიორი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123743