თამაშგარე

11:47 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმი ვარდის ვარდივით ცოლი

თუკი დღეს დიდ ბრიტანეთში ვინმეა გამორჩეულად პოპულარული, ეს პირველ ყოვლისა ინგლისელი ფეხბურთელი ჯეიმი ვარდი გახლავთ, რომელსაც შარშან “ლესტერ სიტიში” ჭეშმარიტად დიდებული სეზონი ჰქონდა და ბუნებრივია მისი ეს მშვენიერი ბურთაობა, ჯეიმის პირად ცხვრებაზეც კოხტად აისახა.

დღეს ჯეიმი ვარდის ქალები ხოშკაკალასავით ახვევია, მაგრამ ინგლისელი მეგოლის გული ერთადერთ ქალს, ბრიტანელ მოდელს, ბეკი ნიკოლსონს ეკუთვნის, რომელიც იმ მოდელთა კატეგორიას განეკუთვნება, ვისაც არასოდეს დაეზარება ნიფხავ-პერანგის შემოძარცვა და ეს ყველას დიახაც რომ ძალიან მოგვწონს!

გარდა სამოდელო კეკულუცობისა, ბეტი ნიკოლსონის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმე შოპინგობა ყოფილა და როდესაც ამ ქალს საბრენდო მაღაზიების მესვეურები ხედავენ, უკვე ყველამ იცის, რომ მათკენ დიდი ფულია დაძრული. ზოგადად ქალებს საყიდლებზე სიარული ძალიან უყვართ, მაგრამ ვარდის ცოლი ნამეტნავად დიდი შოპინგის მოყვარე ყოფილა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130005