კალათბურთი

13:08 | 25.08.2016 | ნანახია 4503 - ჯერ

პოლონეთთან მესამე ადგილისთვის, დიქსონი ექიმების პასუხს ელის

პოლონეთში მიმდინარე საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირის პირველი დღე მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შვედეთთან მარცხის (60:73) შემდეგ, გუშინვე მასპინძელმა პოლონეთმა ბელგიასთან 55:58 წააგო. შეჯიბრის დაწყებამდე ფავორიტად მიჩნეული საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებები დღეს მესამე ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ტურნირის გამარჯვებული კი შვედეთისა და ბელგიის ნაკრებთა შეხვედრაში გამოვლინდება.

სამწუხაროდ, შვედეთთან შეხვედრის მეორე მეოთხედში ტრავმა მიიღო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა. ამერიკელს, რომელმაც მუხლი დაიზიანა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, სამედიცინო გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება და ტრავმის სიმძიმე დადგინდება, თუმცა როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, ექიმების ნებისმიერი პასუხის მიუხედავად, დღეს პოლონეთთან შეხვედრაში დიქსონის თამაში თითქმის გამორიცხულია. ილიას ზუროსის გუნდს დიდი ალბათობით ვერც ამჯერად დაეხმარება თორნიკე შენგელია, რომელსაც ტრავმის გამო შვედეთთანაც არ უთამაშია.

საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებთა დღევანდელი შეხვედრა ადგილობრივი დროით 20:00 საათზეა დანიშნული. მატჩის

ტრანსლაცია იწარმოებს პოლონურ კომერციულ არხზე polsat sport HD და მისი ნახვა ინტერნეტმომხმარებლისთვის ფასიანია (4.90 ზლოტი):http://www.ipla.tv/live


კომენტარები (28)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:11 | 26.08.2016
BEERTRANCE (97819)

არ ვიცი რა, ნამეტანი ბევრი გვაქვს გამოსასწორებელი, ტრადიციულად/

00:04 | 26.08.2016
baxt (1836)

ვაა, ზაზამ სამქულიანი ჩააგდო. მას 17 წლიდან ვგულშემატკივრობ, როცა ჯერ კიდევ სულ ბავში გამოჩნდა ჩვენ ნაკრებში და ესეთი რამ ჯერ არ მახსოვს მის კარიერაში..

00:01 | 26.08.2016
baxt (1836)

შერმადინი და ფაჩულია ერთად, ეს სიახლეა ჩვენი ნაკრებისთვის. ზოგადად კალათბურთსი საკმაოდ ხშირად იყენებენ ორმაგი ცენტრის პრაქტიკას, მარა ჩვენს ნაკრებში ჯერ არ მინახავს. საინტერესო ექსპერიმენტია, შეიძლებოდა აქამდეც მოსინჯვა.

23:53 | 25.08.2016
baxt (1836)

რა უნდა ისეთ გამთამაშებელს ნაკრებში, ცინცაძის შემცვლელს ვგულისხმობ, რომელმაც სროლა არ იცის და პასი, ეს გასაგებია, მაგრამ ბურთის გადატანაც არ შეუძლია მოწინააღმდეგის მოედანზე, ზედიზედ რამდენჯერმე დაკარგა, ხან აუტში აგდებს უაზროდ, ხან მოწინააღმდეგეს ჩააბარებს.

23:40 | 25.08.2016
dubligi (1492)

ეს ლეჟავა საერთოდ აზრზე არაა....კაროჩე რა

23:40 | 25.08.2016
BEERTRANCE (97819)

ყოველ შემთხვევაში სათადარიგოებიც ათამაშა. სკამიც სუსტი გვყავს.

23:30 | 25.08.2016
dubligi (1492)

ეს ის სანაძეა, რომ წერდნენ ამერიკაში 25-30 ქულას აგროვებდა?...საერთოდ ვერ აგდებს და....

23:26 | 25.08.2016
BEERTRANCE (97819)

არა, ესეთი თამაშით ვერ გავფრინდებით

23:15 | 25.08.2016
jabar (494)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

23:04 | 25.08.2016
vvv (581)

დაგვენძრა, ესეთი თამაშით ჯგუფიდან ვერ გავალთ

22:57 | 25.08.2016
dubligi (1492)

ამ გადმოსახედიდან ჩერნოგორიასთან შანსი არ გვაქვს...

12:22 | 26.08.2016
sabonis (9584)

მე მგონი არც სლოვაკეთთან გასვლაზე.

22:51 | 25.08.2016
BEERTRANCE (97819)

ყველა მოთამაშე ათამაშოს ქე მაინც ვინცაა განაცხადში.

22:48 | 25.08.2016
butunichi (559)

კაი კინოს სახელი მითხარით ბიჭებო რა

22:52 | 25.08.2016
BEERTRANCE (97819)

რა ჟანრი?

22:56 | 25.08.2016
berodaviti (4285)

ფსიქოლოგიური, თორემ ჩვენი სპორტის გადამკიდე ამ ზაფხულში DDD

22:46 | 25.08.2016
dubligi (1492)

უფფფფ...გაიხარე ))))))

22:46 | 25.08.2016
butunichi (559)

რა ხდება ?

22:46 | 25.08.2016
dubligi (1492)

არაა არსად..ეგ კანალი პოლსატ სპორტ ჰდ ვნახე და გათიშულია..ანუ ფული უნდა რა და რა წესია რომ ნაკრების თამაშს ვერ უყურებთ?? ბოლო-ბოლო გუშინდელივით საცოდავად რომ უყურეთ, ეგრე მაინც ექნათ..

22:45 | 25.08.2016
BEERTRANCE (97819)

ძველი პრობლემები ისევ

22:45 | 25.08.2016
BEERTRANCE (97819)

stripslashes((strlen('http://live.robinwidget.com/streamvideo6/free-live-video-streaming-poland-georgia-basketball-389601.html')>0?'http://live.robinwidget.com/streamvideo6/free-live-video-streaming-poland-georgia-basketball-389601.html':'http://live.robinwidget.com/streamvideo6/free-live-video-streaming-poland-georgia-basketball-389601.html'))

22:45 | 25.08.2016
butunichi (559)

stripslashes((strlen('http://cdn.livetvcdn.net/webplayer2.php?t=alieztv&c=47870&lang=en&eid=440573&lid=469717&ci=275&si=3')>0?'http://cdn.livetvcdn.net/webplayer2.php?t=alieztv&c=47870&lang=en&eid=440573&lid=469717&ci=275&si=3':'http://cdn.livetvcdn.net/webplayer2.php?t=alieztv&c=47870&lang=en&eid=440573&lid=469717&ci=275&si=3'))

22:40 | 25.08.2016
stoikovich (5984)

ვერ მივაგენი ვერსად, 4,9 ზლოტი რაღა სირობაა...

22:30 | 25.08.2016
berodaviti (4285)

ზლოტი ანუ რომ დავყოთ სლავური:
ზლო-ბოროტება
ტი-შენ
ამართლებს სახელს
საერთოდ რა გველის საევროპოდ ?!

22:45 | 25.08.2016
BEERTRANCE (97819)

მაგარი ხარ რა ზლოტი ოქროს ნიშნავს პოლონურად DDDDDDDDDD

22:53 | 25.08.2016
berodaviti (4285)

გააჩნია საიდან მიდგები DDD

22:24 | 25.08.2016
kakha1971 (209)

დადეთ ლინკი თუ იცით..................................

22:19 | 25.08.2016
kakha1971 (209)

რომელ სტრიმზეა თამაში დადეთ რა ლინკი

22:17 | 25.08.2016
იკა..იუვე..10 (4132)

ისე ეს უცხოელები რა პონტში მოყავთ??? ყოველ წელს ერთს უშვებენ და მეორე მოყავთ.. რამე კანონია აზსეთი?? რო ნატურალიზებული კალათბურთელი უნდა გვყავდეს??

თან რამდენიც დავიმატეთ არცერთმა არ გაამართლა, დავიჯერო მაგათზე მაგარი კალათბურთელები ჩვენ არ გვყავს?

12:36 | 26.08.2016
eke99 (1362)

რომ არ გყავს მაგაშIა საქმე უკეთEსი კი არა მიახლოებულიც კი და მეორე საშIნელება ისაა რომ ფედერაციას ნაგავი მოყავს ყოველ წელს

22:44 | 25.08.2016
BEERTRANCE (97819)

კალათბურთში ნებადართულია, მხოლოდ 1 უნდა გყავდეს სამატჩო განაცხადში ოღOნდ. ისე რამდენიც გინდა აიყვანე.

19:47 | 25.08.2016
dubligi (1492)

და 20 00 კი არა 2200 ზეა...შვედეთი-ბელგია მიდის ეხლა

19:44 | 25.08.2016
dubligi (1492)

და ეს 4.90 ზლოტი რამდენია ?
ანუ ისე ვერ უყურებთ ?

17:29 | 25.08.2016
dinamo222 (8587)

3-4 კაცით შვედეთს და პოლონეთს კი არა სომხეთსაც ვერ მოვუგებთ !@@@

14:30 | 25.08.2016
BEERTRANCE (97819)

პერიმეტრს ვერა და ვერ ვშველით

0.06457