როგორც გერმანული გაზეთი Bild-ი იუწყება, თუ მსურველი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედს" ბასტიან შვაინშტაიგერის სანაცვლოდ 2 მილიონ გირვანქა სტერლინგს ან მეტს შესთავაზებს, ინგლისური გრანდი მზად იქნება ფეხბურთელი გაყიდოს.
გერმანული და იტალიური მედია დიდი ხანია ტურინის "იუვენტუსის" ინტერესზე საუბრობს და შესაძლოა, "ბიანკონერიმ" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინოს.
2015 წელს მანჩესტერელებმა გერმანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 9 მილიონი ევრო გადაიხადეს. გასულ სეზონში ფეხბურთელის აქტიურობა 31 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა იყო.
როგორც ცნობილია, “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ არ ისურვა შვაინშტაიგერი შემადგენლობაში ჰყოლოდა და სარეზერვო გუნდში გადაიყვანა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტში უცნაური არაფერია.