კალათბურთი

13:17 | 24.08.2016 | ნანახია 3559 - ჯერ

საქართველოს ნაკრებს შვედეთთან თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება (+VIDEO)

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს, 24 აგვისტოს, პოლონეთის ქალაქ ვლოცლავეკში შვედეთს დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება და ტრანსლაციის ყურება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე იქნება შესაძლებელი.

სამწუხაროდ, შვედეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს თორნიკე შენგელია, რომელსაც ფეხი აწუხებს და გართულების თავიდან ასარიდებლად მწვრთნელებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს. მატჩის წინა დღეს ილიას ზუროსმა გუნდი კომპლექსურად ავარჯიშა, უმეტესი დრო კი კომბინაციების გათამაშებას დაუთმო. კალათბურთელებმა კომბინაციები როგორც ცალ ფარში, ისე ორმხრივი თამაშისას დაამუშავეს.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ქალაქი ვლოცლავეკი საერთაშორისო მინი-ტურნირს მასპინძლობს, სადაც 4 გუნდი ნახევარფინალშია დაწყვილებული. შვედეთი - საქართველოს შემდეგ ვლოცლავეკის „ანვილ-არენაზე“ პოლონეთისა და ბელგიის დაპირისპირება გაიმართება. 25 აგვისტოს მოგებულები ტურნირის მოსაგებად შეხვდებიან, ხოლო წაგებულები, მესამე ადგილს გაითამაშებენ.

შვედეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ კოტე ტუღუშმა კომენტარი კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან გააკეთა:

www.gbf.ge


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:28 | 24.08.2016
dinamo222 (8587)

ანუ ცქიტიშვილმა საბოლოოდ უარი თქვა ნაკრებზე ???

16:25 | 24.08.2016
BEERTRANCE (97819)

თოკოს ტრავმა კი ძალიან ცუდია. მომჯობინებას ვუსურვებ.

16:25 | 24.08.2016
BEERTRANCE (97819)

მარქაფა თუ არ ათამაშეთ ვერც შეძლებენ თამაშს. ის პონტია გამოცდილება რო გჭირდება სამსახურში არადა თუ არ იმუშავე სადმე გამოცდილებაც ჰო არ იქნება

15:05 | 24.08.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

მარქაფა дატვირთეთ, მარქაფა !!! შეიგრძნონ ჩვენმა სათაдარიგოებმა, რას ნიშნავს მაღალ дონეზე თამაში. იქნებ ღირსეულაд შეცვალონ ხოლმე ხანдახან ჩვენი ძირითაдი ბირთვი...
შენგელიას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ყველაფერი კარგაд იქნება.

13:35 | 24.08.2016
sabonis (9584)

ოო ეს არ მომწონს, იმედია თოკოს ტრამვას ნელ-ნელა არ გვაპარებენ და მერე არ იტყვიან ვეღარ დაგვეხმარებაო, ამას იმიტომ ვამბობ გუშინ დაიწერა ფორმაში უნდა შევიდეს და ინდივიდუალური პროგრამით გადის მზადებასო ახლა ფეხი აწუხებსო, არ მომწონს ეს ურთიერტგამომრიცხავი ინფოები.

0.090479