თამაშგარე

11:15 | 24.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯუსი ბუშემის ოცნება

არც ისე დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ, რაც იტალიელი ლამაზმანი ჯუსი ბუშემი, მთელს აპენინებზე ყველაზე ცნობილი და თითით საჩვენებელი ასული გახდა. ჯუსიმ ხომ 2012 წელს მრავალი ქალის ოცნება აისრულა და ფლორენციაში გამართულ სილამაზის კონკურსზე “მის იტალიის” წოდება დაიმსახურა.

მიუხედავად დიდი პოპულარობისა, ჯუსი ბუშემის პირადი ცხოვრება ვერაფრით ვერ აეწყო და რატომღაც ისე ხდებოდა ხოლმე, რომ მას მეგობარი მამაკაცები მალევე შორდებოდნენ და წარსულში იკარგებოდნენ. ეს მშვენიერ ჯუსის ცხადია ადარდებდა და გულის ფანცქალით ელოდა ჭეშმარიტი “პრინცის” გამოჩენას.

და აი ასე ნანატრი ჟამიც დადგა! იტალიის ბულვარული მედიის ცნობით, ჯუსი ბუშემის ოფიციალური გულისსწორი, იტალიელის მოფარიკავეთა ნაკრების მწვრთნელი მორენო ლიტირანოა და ახლა ის ჟამია, როდესაც ტრფიალებას და მტლაშა-მტლუშს წინ არაფერი უდგას, მაგრამ მოდით ჯერ ცოტა ვაცადოთ. ამ უცნაურ ქალთან დიდი ხნით თანაყოფა არაა მარტივი ამბავი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11085