ფეხბურთი

23:30 | 20.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

თსუ-მ ჯგუფური ეტაპი მოიგო

17-დან 20 აგვისტომდე ფინეთის ქალაქ იულივიესკაში უეფას ფუტსალის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფის მატჩები გაიმართა.

საქართველოს ჩემპიონმა თსუ-მ პირველი შეხვედრა 17 აგვისტოს შოტლანდიის “ვოტსელთან” ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით 12:4 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში, რომელიც 18 აგვისტოს ჩატარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი მალტის “ვალეტას” დაუპირისპირდა და 6:0 იმარჯვა.

მესამე მატჩი 20 აგვისტოს ჩატარდა. თბილისელები მასპინძელ გუნდს “სიევი ფუტსალს“ დაუპირისპირდნენ და 5:4 მოიგეს.

ამ გამარჯვების შედეგად საქართველოს ჩემპიონმა ძირითადი ეტაპის საგზური მოიპოვა. მეორე ჯგუფის თამაშები მაკედონიაში 11-დან 16 ოქტომბრამდე ჩატარდება და თსუ-ს მეტოქეები მასპინძელი “ჟელეზიჩარი”, აზერბაიჯანის ჩემპიონი “არაზ ნახიჩევანი” და პირველ საკვალუიფიკაციო ეტაპზე H ჯგუფის გამარჯვებული – კოსოვოს “ფენიკსი” იქნება.

თეგებითსუ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061374