მსოფლიო რეიტინგის 49-ე ნომერმა ხორვატმა ბორნა ჩორიჩმა “ცინცინატის” მასტერსის 1/8-ფინალში დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი 6:1, 6:3 გაანადგურა. ჩორიჩმა პირველ სეტში სამი უპასუხო ბრეიკი შეასრულა, ხოლო მეორე სეტში ხორვატი 4:0 დაწინაურდა. ჩორიჩმა 8 ეისი ჩააწოდა, ხოლო ნადალს 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. შეხვედრა საათსა და 29 წუთში დასრულდა. მატჩში 58 გათამაშება ჩორიჩის გამარჯვებით დასრულდა, 35 კი ნადალის.
ურთიერთშეხვედრებში ჩორიჩი ნადალთან 2:1 დაწინაურდა.
ნადალს “ცინცინატის” ტურნირი ერთხელ, 2013 წელს აქვს მოგებული.