ფეხბურთი

22:29 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

იარაბეკი: "კლუბის ხელმძღვანელობასთან ჯერ არ მისაუბრია"

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „დინამო“ თბილისის მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ბერძნულ პაოკთან (0:3) მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ჯერ გუნდის ხელმძღვანელობასთან არ უსაუბრია, თუმცა არ გამორიცხავს, რომ თბილისური კლუბი მალე დატოვოს.

იარაბეკმა თავის შეგირდებს, ბრძოლისუნარიანობა მოუწონა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ხარისისხისა და ეფექტურობის თვალსაზრისით აშკარად ჩამოვრჩით მეტოქესო.

იურაი იარაბეკი („დინამო“ თბილისის მთავარი მწვრთნელი): „ძალიან რთულია ჩემთვის ამ მატჩზე საუბარი. ბიჭები ძალიან მონდომებულნი იყვნენ და ყველაფერი გაიღეს, მაგრამ არ გამოვიდა. პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ და პაოკმა პირველივე კუთხური, ჩაწოდება გამოიყენეს. მეორე ტაიმში კი, ცვლილებების გაკეთება მომიწია. დვალიშვილი ტრავმირებული იყო, მან სამი ნემსი გაიკეთა, რომ დღეს შეცვლაზე მაინც ეთამაშა. ვფიქრობ, ზაგრების „დინამოს“ მსგავსად უსამართლო შედეგი იყო - დავმარცხდით.

თავდასხმის ხაზში აშკარა პრობლემა გვაქვს. დვალიშვილმა გამაყუჩებლებით ითამაშა, კურიეც ტრავმირებულია - ტაქტიკა ჩემი გადაწყვეტილი იყო და ვითამაშეთ კიდეც ასე. პაპუნაშვილი დღეს დვალიშვილის პოზიციაზე ვათამაშეთ, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ის მარჯვენა შემტევია და პაოკის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელ როდრიგესის წინაღმდეგ უწევდა თამაში. ამასთან, ტაქტიკა მაშინაც აგვერია, როდესაც უჩა ლობჟანიძემ მიიღო და ტრავმა და ცვლილებებით ყველაფერი აირია.

ვფიქრობ, პაოკი ძალიან ძლიერი გუნდია. შარშანდელი შემადგენლობიდან დღეს მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა ითამაშა და კიდევ ერთხელ ჩემი კომპლიმენტები ბერძნულ გუნდს - საკმაოდ ძლიერი გუნდია.

ჩემი გუნდიდან რასაც გამოვარჩევ ეს მონდომებაა, მაგრამ ეფექტურობისა და ხარისხის თვალსაზრისით მეტოქეს გამოვარჩევ. ეს აშკარად გვაკლდა.

რაც შეეხება ჩემს მომავალს „დინამოში“ - ჯერ არ მისაუბრია გუნდის პრეზიდენტთან. რა თქმა უნდა, ყველაფერია შესაძლებელი. როდესაც გუნდში მოვედი, პირობა იყო საქართველოს თასის, ჩემპიონატის მოგება და ევროტურნირების ჯგუფში შესვლა. თუმცა, კიდევ ერთხელ განვმეორდები, ჯერ ამ თემაზე გუნდის ხელმძღვანელობასთან არ მისაუბრია“, - განაცხადა იარაბეკმა.

შეგახსენებთ, „დინამომ“ ევროპი ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში პაოკთან საკუთარ მოედანზე უშანსოდ, 0:3 წააგო და ჯგუფში შესვლის შანსი ფაქტობრივად გადაიწურა.

0.124103