ჩოგბურთი

19:03 | 18.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი “ცინცინატის” 1/8-ფინალშია  

დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა “ცინცინატის” მასტერსის 1/16-ფინალში ურუგვაელი მე-19 ნომერი პაბლო კუევასი 6:1, 7:6 დაამარცხა. პირველ სეტში რაფამ ორი ბრეიკით იმარჯვა, ხოლო მეორე სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ესპანელმა 7:4 მოიგო.

მერვედფინალში ნადალი ხორვად ბორნა ჩორიჩს შეხვდება, ურთერთშეხვედრებში ანგარიში 1:1-ია.

“ცინცინატის” მასტერესი რაფაელ ნადალს 2013 წელს აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115312