სხვა

4:36 | 17.08.2016 | ნანახია 8398 - ჯერ

2 ქართველი რიოს კვარცხლბეკზე: ტალახაძე ჩემპიონია, თურმანიძემ ბრინჯაო მოიპოვა
ქართველმა ძალოსანმა 2000 წელს დამყარებული მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდი დაამხო

16 აგვისტო ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში ისტორიული გამოდგა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძის ბრინჯაოს მედალს საოცარი შედეგები მიაყოლეს მძიმეწონოსანმა ქართველმა ძალოსნებმა: 22 წლის ლაშა ტალახაძე მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდით ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, 31 წლის ირაკლი თურმანიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეიძლება ითქვას, რომ ძალოსანთა დასკვნით წონაში შეჯიბრი ქართველთათვის იდეალურად წარიმართა და ტალახაძემ და თურმანიძემ შესაძლებლობის ფარგლებიდან მაქსიმუმი “გამოადნეს”.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ ოქროს მედლის ძირითადი კონკურენტები ტალახაძე და სახელოვანი ირანელი ბეჰდად სალიმი კორდასიაბი იქნებოდნენ. ატაცში პაექრობა მოლოდინისამებრ დაიწყო. ლაშამ 205, 210 და 215 კგ. დასძლია და ბოლო ცდაზე ირანელი ჰოსეინ რეზა ზადეს მსოფლიო და ხსენებული სალიმის ოლიმპიური რეკორდი გააუმჯობესა.

თუმცა, ამ რეკორდებმა მხოლოდ ორიოდ წუთს იარსება. ბეჰდადი ტალახაძის შედეგებს თითო კილოგრამს უმატებდა. შედეგად, მან 206, 211 და 216-კილოგრამიანი შტანგა ასწია და აღნიშნული რეკორდები თავის ანგარიშზე ჩაიწერა.

ატაცში მე-3 ადგილზე 210 კგ-ით სომეხი გორ მინასიანი გავიდა, მე-4 შედეგი კი ირაკლი თურმანიძემ აჩვენა, რომლის ასპარეზობაც ასევე გამორჩეულად უნდა აღინიშნოს. მარტო ის რად ღირს, რომ +105 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე 11 ძალოსნიდან 6-ვე ცდის გამოყენება მხოლოდ თურმანიძემ და ტალახაძენ მოახერხეს.

ატაცაში ირაკლიმ 197, 203 და 207 კგ-იანი შტანგა დაიმორჩილა და პირადი რეკორდი გააუმჯობესა, თუმცა, იმ პერიოდში მაინც ძნელი პროგნოზირებადი იყო, რომ ის ოლიმპიურ კვარცხლბეკზე შედგებოდა.

საბედნიეროდ, აკვრაში ყველაფერი ქართველთათვის სასიკეთოდ წარიმართა. სალიმიმ ასპარეზობის დაწყება 245-კილოგრამიანი შტანგით გადაწყვიტა და პირველ და მეორე ცდაზე თითქოს მიზანსაც უწია, თუმცა, მსაჯების გადაწყვეტილებით, მისვლა არ ჩაეთვალა. მე-3 ცდაზე ირანელი ფიცარნაგზე უკვე ფსიქოლოგიურად გატეხილი გავიდა და საბოლოოდ, აკვრაში ასპარეზობა ნოლზე დაასრულა.

ეს უკვე ტალახაძის ჩემპიონობის მომასწავებელი იყო. ისე გამოვიდა, რომ მან ოლიმპიური ოქრო აკვრაში პირველივე ცდით გაინაღდა, როდესაც 242 კგ. ასწია. შემდეგ ლაშამ 247-კილოგრამანი შტანგა დაიმორჩილა, მე-3 ცდაზე კი საერთოდაც 258 კგ-ს გაუმკლავდა და ორჭიდის ჯამში 473 კგ. მოუგროვდა.

შედეგად, ქართველმა ძალოსანმა ხსენებული ჰოსეინ რეზა ზადეს მიერ ჯერ კიდევ 2000 წელს დამყარებული მსოფლიოს და ოლიმპიური რეკორდი 1 კგ-ით გააუმჯობესა.

აქ უკვე ის იყო საინტერესო როგორ გადანაწილდებოდა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, რომელთათვისაც თურმანიძესთან ერთად, სომეხი ძალოსნები იბრძოდნენ.

ირაკლიმ რაც მასზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი გააკეთა. მან 228, 235 და 241 კგ. დაიმორჩილა და კვლავაც პერსონალური რეკორდი დაამყარა. ორჭიდის ჯამში ქართველს 448 კგ. მოუგროვდა და მცირე ხანში გაირკვა, რომ ეს ბრინჯაოს მედლის მომტანი იყო.

სომეხთაგან თურმანიძეს მხოლოდ ხსენებულმა მინასიანმა გაუსწრო, რომელმაც მე-3 ცდაზე 241 კგ. შტანგა აკრა და ჯამურად 451 კგ. მოაგროვა. სამაგიეროდ, დასკვნით ორ ცდაზე 254 კგ-იანი შტანგა ვერ დაიმორჩილა რუბენ ალეკსანიანმა და ქართველი ძალოსანი მე-3 ადგილზე გავიდა.

ცხადია, ქართული დელეგაციის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბედნიერებას ასხივებდნენ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეც, რომელთაც ბიჭების ამგვარად მომზადებისთვის მადლობა ნამდვილად ეკუთვნით.

ძალოსნების ისტორიული შედეგის გათვალისწინებით, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველებს 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოუგროვდათ და საერთო ჩათვლაში მე-40 ადგილზე გადაინაცვლეს.


კომენტარები (22)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:25 | 17.08.2016
tiko (6769)

Genacvalet lomeboooooooo

13:32 | 17.08.2016
Tornikiusi (1820)

ძალიან დიდი მადლობა ლაშას და ირაკლის შრომისთვის, ბრძოლისთვის და თავდადებისთვის და რა თქმა უნდა ჩვენი გახარებისთვის. ასევე დიდი მადლობა კახი კახიაშვილს და გიორგი ასანიძეს რომელებმაც ძალოსნობა გააცოცხლეს საქართველოში და დღეს საოცარი შედეგი გვაქ. ასევე მთლიან მწვრთნელთა შტაბს და ექიმებს. ლაშა და ირაკლი თქვენ შემოგევლეთ ჩვენი გახარებისთვის! ღირდა ღამის გათენება ნამდვილად! დარწმუნებული ვარ ლაშა იმ 216საც გააუმჯობესებს და სავარაუდოდ რეზა ზადეს 263.5საც აკვრაში. იმედი მაქვს რომ კიდევ ორ ოქროს აიღებს ოლიმპიადაზე. ახლა კიდევ თავისუფლების ჯერია. ორი ოქროც ავიღოთ და დამოუკიდეებლი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგი იქნება ოლიმპიადაზე. წარმატებები გენოს და ლადოს!

11:40 | 17.08.2016
BEERTRANCE (97819)

ამ რეკორდის დამხობა სხვებს გაუჭირდება და ისევ ლაშა თუ შეძლებს. ღმერთმა კიდევ არა1-ელ გაგამარჯვებიოს ჩვენს გასახარად.

11:39 | 17.08.2016
BEERTRANCE (97819)

ისე ნეტა არ წამოვიდა თეორიები ტალახაძე კი არა ტალახიანი არის გვარადო

გაიხაროს ლაშამ და ირაკლიმ როგორც მე და ქართველი ქომაგები გაგვახარეს.

10:53 | 17.08.2016
Buratino (3505)

და კიდევ ერთიც: გ ა უ მ ა რ ჯ ო ს ს ა ჩ ხ ე რ ე ს!

10:52 | 17.08.2016
Buratino (3505)

სიხარულისა და ბედნიერებისგან არც კი ვიცი რა ვთქვა. წუხელ გული მიგრძნობდა რომ ყველაფერი კარგად მორჩებოდა მაგრამ ასეთ ტრიუმფს (ლაშას რეკორდს და თურმანიძის მედალს ვგულისხმობ) ნაკლებად ველოდი. თითქმის მთელი ღამე გავათენე და ნამდვილად ღირდა ასეთი სიამოვნების მიღება. გილოცავთ ბიჭებო! ერის საამაყო შვილები ხართ, ხელისგულზე სატარებლები! ირაკლი ნამდვილი მებრძოლია, მისი სახით ჩვენს ქვეყანას და მის მშობლიურ აჭარას ნამდვილი ვაჟკაცი ჰყავს. აი ლაშაზე კი ამ დიდი გრძნობების სიტყვებით გამოხატვა შეუძლებელია, ამიტომაც მოკლედ ვიტყვი: "გაუმარჯოს ჩვენს ჩემპიონს! გაუმარჯოს ლომკაცს!"

10:14 | 17.08.2016
datoya (195)

გილოცავთ მთელ საქართველოს ოქროს და ბრინჯაოს ერთად. ვენაცვალე ტალახაძეს თურმანიძეს ლომები ხართ თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, ამაყი ვარ

10:10 | 17.08.2016
LA.paata (757)

გენაცვანეთ ბიჭებო ასეთი გახარებისათვის, დიდი მადლობა. წარმატებები!!!

10:03 | 17.08.2016
giorealist (2121)

ოლიპზე ვართ!
ბრავო ლაშას, ეს ერთი და სხვა მრავალი!

09:44 | 17.08.2016
maxo_65 (5844)

თქვენ გენაცვალეთ ვაჟკაცებო...

09:12 | 17.08.2016
MatsSundin (1595)

გენაცვალეთ ბიჭებო!!! ორივეს დიდი მადლობა ჩვენი გახარებისთვის!!!!!!!!!! ღმერთმა დაგლოცოთ.

08:38 | 17.08.2016
qartveli13 (104)

გაიხარეთ ლომებო და იდღეგრძელეთ ქართველი ხალხის გახარებისთვის, ნამდვილი გმირები ხართ.

08:31 | 17.08.2016
berodaviti (4285)

გახარითო საქორთუო, გეხარით ჯიმალებ, ქოგალეთ, ღორონთით ხვამილ ოფედათ !

საქართველო მრავალჟამიერ !

05:32 | 17.08.2016
Somelio (806)

ძაან გახარებული ვარ. ისე დიდახოდილი სუდია, რომ არა ორი ოქრო გვექნებოდა დღეს. სუდია გიხოდ დიდა დო მუც ოსურებ გიუნსი. შმაგი მგონი იმ სომეხსაც მოუგებდა. ისე მაგრად დაგვხატავდა - 2 ოქრო და 2 ვერცხლი ძიუდოზე, კლასიკოსებში 1 ოქრო და ორი ვერცხლი ან ბრინჯაო... თავისუფლებიც იტყოდნენ თავის სიტყვას. უუუუუუხ სუდიაშ დიდა ფხოდ, გუგოირაი გითმაზინდალშა

05:35 | 17.08.2016
mindia (2281)

მარგალურ ნინა, ჯგირ ნინა. )))) მუჟამ მეხვადუს ადმინ მარგალურს ხოლო გიოდვას ცენზურა. DDD

11:38 | 17.08.2016
BEERTRANCE (97819)

მეც მეგრულად უნდა დავამუღამო გინებები და ცოტა ხანი იკმარებს სანამ ადმინი დაამუღამებს

12:39 | 17.08.2016
mindia (2281)

06:00 | 17.08.2016
Somelio (806)

05:12 | 17.08.2016
Tornikiusi (1820)

ირანელები რა დღეში არიან აიკლეს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საიტი. ვერ აიტანეს წაგება. გამოაცხაეს სალიმია ჩემმპიონი წაგვაგებინესო. არადა იმას ვერ ხვდებიან რომ 258ს ვერ აიღებდნენ.

05:33 | 17.08.2016
mindia (2281)

ირანელებმა არ იციან წაგება ხოლმე, აი ჭიდაოებებშიც მაგალითად სულ ესე არიან ხოლმე.

05:37 | 17.08.2016
Tornikiusi (1820)

აქ აშკარა ალოგიკურობასთან გვაქ საქმე. რა თქმა უნდა ვერ აიღებდა სალიმი 250ზე მეტს

05:45 | 17.08.2016
mindia (2281)

ნუ ეხლა რთული მისაღებიცაა ბრბო გულშემატკივრებისთვის, ბოლო 4 ოლიმპიადაზე სამჯერ მოიგეს მძიმეში.

09:01 | 17.08.2016
choloka (934)

თვითონ ძალოსანმა პირადად მიულოცა მაშინვე გამარჯვება ირაკლის

05:00 | 17.08.2016
l_e_o_n_i (340)

Didi madloba bichebs, saamayo qartvelebi xart da samagalito sportsmenebi ... warmatebebi bichebo...

04:58 | 17.08.2016
Beso.G (437)

გილოცავთ ორივეს ...ორივე მედალი ოქროსფერია

04:50 | 17.08.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

გუშინ სამხრეთაფრიკელმა ვან ნიკერკმა 400 მეტრზე მაიკლ ჯონსონის სუპერ რეკორдი дაამხო. ამ რეკორдმა 17 წელი გაძლო.
дღეს ლაშამ არანაკლები ჩაიдინა ნამдვილაд. ეს კაცი კიдე ისეთებს იკაдრებს მომავალში, ჰუსეინ რეზა ზაдე მაგასთან შეдარებით კნუტაд მოგვეჩვენება DDDDDDDDD

11:37 | 17.08.2016
BEERTRANCE (97819)

ლაშას ისე მომატებაც შეუძლია

04:54 | 17.08.2016
federer (17) (15576)

ლაშა ისეთ ასაკშია 1-2 კილოს მომატებას პირველ მოძრაობაშიც შეძლებს და 5 კილო აშორებს უკვე 263 კილომდე და ეს ყველაფერი მიღწევადია და ლაშა იქნება აფსოლიტური რეკორცმენი ორივე მოძრაობაში და რათქმაუნდა ორჭიდში

04:49 | 17.08.2016
federer (17) (15576)

ვულოცავ ჩვენს ბიჭებს ამ უდიდეს წარმატებას და ასევე გილოცავთ მთელ ერს და ასე გახარებულები მენახეთ ყოველთვის

04:47 | 17.08.2016
ალლენ (463)

stripslashes((strlen('https://s4.postimg.org/8y4u05hx9/Capture.jpg')>0?'https://s4.postimg.org/8y4u05hx9/Capture.jpg':'https://s4.postimg.org/8y4u05hx9/Capture.jpg'))

04:46 | 17.08.2016
dinamo11 (1009)

რავიცი რა ვთქვა ბედნიერების პიკზე ვარ ამ წუთებში.უბრალოდ მადლობა ყველას ვინც ეს ოქრო და ბრინჯაო გამოჭედა.არ მინდა რომელიმეს რაიმე დავუკარგო მაგრამ ტალახაძე რომ რაღაც მოვლენაა ამ სპორტში ეგ უკვე ფაქტია.ეხლა მთავარია ეგრე გააგრძელოს და 4 წელიწადში ყველაზე რთული ამოცანა ამოხსნას და დაიცვას ოლიმპიური ოქრო. აი თუ ეგ მოახერხა უკვე 26 წლის ბიჭი ცოცხალი ლეგენდა გახდება.წარმატებები ამ ბიჭებს და ამათი წყალი გადასხმოდეთ ყველა სხვა ჩვენს სპორტსმენს.

04:52 | 17.08.2016
federer (17) (15576)

უკვე გახდა ლეგენდა მსოფლიო რეკორდსმენია და ვინ უნდა შეეცილოს ტოკიოში ოქროზე. სალიმი ალბეგოვი და ლოვჩევი პენსიაზე იქნებიან და ახალგამომცხვარი შტანგისტი ვერ ავა ამხელა წონაზე და ლაშა იქნება ამ წონაში დომინანტი მინიმუმ შემდეგ ოლიმპიადამდე და შეიძლება 8 წლის მერეც

04:44 | 17.08.2016
ალლენ (463)

მთავარია ეხლა სომხებმა არ თქვან ტალახაძე სომეხიაო

11:36 | 17.08.2016
BEERTRANCE (97819)

არ იცოდი? DDDDDDDDDDDDDDDDDDD

04:56 | 17.08.2016
Beso.G (437)

რათა ტალახი სომხურიაო :-)

04:56 | 17.08.2016
Aureliano buendia (255)

არ არი გამორიცხული, ტალახაძეზე თუ ვერა (ძაან თეთრია )თურმანიძეზე მაინც იტყვიან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.085725
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
2313