ფეხბურთი

15:46 | 15.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი კი, ველევი არა, შპიჩიჩი - საეჭვოა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო” თბილისი ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას, რომელშიც დედაქალაქური გუნდი ბერძნულ პაოკს დაუპირისპირდება, საკადრო პრობლემებით ხვდება. უკვე გადაწყვეტილია, რომ “დინამოს” ბულგარელი ნახევარმცველი სტეფან ველევი ვერ დაეხმარება.

უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში კი, ტრავმა ხორვატმა მცველმა მატია შპიჩიჩმაც მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, იგი ევროპა ლიგამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდა, მაგრამ როგორც “დინამოს” პრესსამსახურმა WORLDSPORT.GE-ს განუცხადა, ხორვატის საკითხი, ჯერ კიდევ გასარკვევია და დრო გამოაჩენს, შეძლებს თუ არა, თამაშს.

სამაგიეროდ, სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა ვლადიმერ დვალიშვილზე, რომელსაც “გურიასთან” (3:0) მატჩში არ უთამაშია დაზიანების გამო. გამოცდილი შემტევის მდგომარეობაც დაზუსტებით გარკვეული არაა, მაგრამ თავს უკეთ გრძნობს და დიდი ალბათობით, პაოკის წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, “დინამოსა” და პაოკის პირველი შეხვედრა 18 აგვისტოს, “დინამო არენაზე”, 21:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141448