ფეხბურთი

12:34 | 13.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთში ვიდეოგამეორების სისტემის გამოცდა დაიწყეს (+VIDEO)

ამერიკის შეერთებული შტატების რანგით მესამე დივიზიონის მატჩში ვიდეოგამეორება გამოიყენეს, რაც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა. “ნიუ იორ რედ ბული II”-სა და “ორლანდო სიტი B-ს” შეხვედრის 34-ე წუთზე ორლანდოელმა ფეხბურთელმა საკუთარი საჯარიმო მოედნის მისადგომებთან თამაშის წესი დაარღვია, მსაჯმა ვიდეოგამეორება მოითხოვა და ეპიზოდის განმეორებით ნახვის შემდეგ წესის დამრღვევი მოედნიდან გააძევა.

როგორც ცნობილია, საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) მიმდინარე წელს მსოფლიო ფეხბურთში ვიდეოგამეორების სისტემის სატესტო ეტაპის დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამ სისტემის გამოცდა ორი წლის განმავლობაში იწარმოებს და ამის შემდეგ განიხილავენ რამდენად შესაძლებელი იქნება ფეხბურთში მისი დანერგვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112664