ძიუდო

19:30 | 11.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს (VIDEO)

ბექა ღვინიაშვილი რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი, ბრიტანელი ბენჟამენ ფლეტჩერისა და ბელგიელი ტომა ნიკიფოროვის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალის საგზურისთვის ფრანგ სირილ მარეს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა.

20 წლის ქართველი, რომლისთვისაც წლევანდელი ოლიმპიური თამაშები სადებიუტოა, ბრინჯაოსათვის ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს, სადაც მისი მეტოქე იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰაგა რიუნოშუკე იქნება. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 22:30 საათიდან დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11767