მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერს გამოტოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, ჯოკოვიჩს არანაირი ტრავმა არ აწუხებს, უბრალოდ სერბი ამერიკის ღია პირველობამდე კორტზე გასვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ნოვაკი რიოს ოლიმპიადის პირველ რაუნდში ხუან მარტინ დელ პოტროსთან 6:7, 6:7 დამარცხდა.