კალათბურთი

16:21 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი რუსეთის სუპერლიგაში ითამაშებს

25 წლის ქართველი ფორვარდი აკაკი დვალიშვილი (სიმაღლე 206 სმ. წონა 106 კგ.) მომავალი სეზონიდან რუსული “ნოვოსიბირსკის” ღირსებას დაიცავს.

ნოვოსიბირსკელებმა 2014-15 წლების სეზონში რუსეთის სუპერლიგა და თასი მოიგეს, გასულ სეზონში კი ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დაასრულეს, თუმცა, მეოთხედფინალში “პარმასთან” (ეს გუნდი წლეულს ვთბ-ლიგაში ითამაშებს) 2:3 წააგეს.

გასულ სეზონში დვალიშვილი “ბათუმის” რიგებში ირიცხებოდა და 33 მატჩში მისი საშუალო მონაგარი 16.06 ქულა, 11.61 მოხსნა, 1.39 პასი, 1.58 ჩაჭრა და 1.15 დაფარება გახლდათ.

აკაკი ახალ კლუბს, რომელსაც გასულ სეზონში ერთადერთი ლეგიონერი, ხორვატი იურე სკიფიჩი ჰყავდა, 16 აგვისტოს შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061817