მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთი ნოვაკ ჯოკოვიჩი რიოს ოლიმპიადის პირველსავე რაუნდში რეიტინგის 150-ე ნომერთან არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან 6:7, 6:7 დამარცხდა, მატჩის შემდეგ ნოვაკმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“ეს არის ყველა მწარე მარცხი ჩემს ცხოვრებაში. ემოციურად ჩემთვის რთულია, დიდი ხანია ოლიმპიადას ველოდები. როგორც ჩანს, ოლიმპიადა არის სრულიან სხვა ისტორია. მნიშვნელოვან გათამაშებებში დელ პოტრო საოცრად თამაშობდა და მინდა მას მივულოცო გამარჯვება. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ და თავს ძალიან ცუდად ვრძნობ, მაგრამ ერთის მხრივ ვარ ბედნიერი, რომ ჩემი მეგობარი ტრავმების და გამოტოვებული წლების შემდეგ ისევ ფორმაშია და შეუდარებელ ჩოგბურთს თამაშობს”- განაცხადა ჯოკოვიჩმა.
ჯოკოვიჩი გახდა მეორე ჩოგბურთელი, რომელიც ოლიმპიადაზე პირველ ნომრად იყო განთესილი და პირველსავე რაუნდში დამარცხდა, აქამდე მსგავსი რამ მარატ საფინმა სიდნეის ოლიმპიადაზე “მოახერხა”. ჯოკოვიჩი ზოგადად ტურნირს პირველ წრეში პირველად 2009 წელს “ბრიზბენში” გამოეთიშა და იმ წელს “მონე კარლოს” მასტერზე ირჟი ვესელისთან წააგო.
აცრემლებული ნოვაკ ჯოკოვიჩი: